მეტი ჩვენს შესახებ
სასტუმრო ხედი ავლაბარში, თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. სამების ტაძარი და მშვიდობის ხიდი სასტუმროდან სულ რამდენიმე ნაბიჯშია.
სახელწოდება შემთხვევითი არ არის - ნომრებიდან ძველი თბილისის სახურავების, მტკვრის სანაპიროსა და ქალაქის პანორამული ხედები იშლება.
ერთი სიტყვით, ეს საუკეთესო ლოკაციაა ძველი ქალაქის ავთენტური ატმოსფეროს შესაგრძნობად.




